კანადის მასტერსზე, პირველ ნომრად განთესილმა დანილ მედვედევმა ფინალურ შეხვედრაში 6:4 6:3 სძლია რეილი ოპელკას და კარიერაში მე-12 ტიტული მოიგო.
პირველი სეტის მეოთხე გეიმში ამერიკელმა სამმაგი ბრეიკპოინტი მიიღო, თუმცა ამ შანსის გამოყენება ვერ შეძლო. მომდევნო გეიმში კი უკვე რუსმა ჩოგბურთელმა შეასრულა ბრეიკი და შემდეგ წარმატებით შეინარჩუნა ეს ჰანდიკაპი სეტის ბოლომდე 6:4.
მეორე პარტიაში დანილმა ორჯერ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება და 87 წუთში დაასრულა მატჩი თავის სასარგებლოდ 6:4 6:3.
2000 წლის შემდეგ პირველად, რუსმა ჩოგბურთელმა შეძლო კანადის მასტერსის მოგება, 21 წლის წინ ეს მარატ საფინმა შეძლო.
დანილ მედვედევს უკვე 4 მასტერსის ტურნირი აქვს მოგებული – ცინცინატი, შანხაი, პარიზი და ტორონტო.
რუსი ჩგბურთელი ყველაზე კომფორტულად თავს ჰარდის საფარზე გრძნობს, რადგან 12 ტიტულიდან 11 სწორედ ჰარდზე მოიგო.