დანი ალვეში: კარგი იქნება თუ მესი კარიერას ბარსელონაში დაასრულებს

ბარზილიელმა ფეხბურთელმა დანი ალვეშმა ბარსელონაში დაბრუნებაზე, ლეო მესიზე, ჩავიზე და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“38 წლის ფეხბურთელს არ დავიმატებდი, თუმცა ეს არ ეხებათ მესის, რონალდუს იბრაჰიმოვიჩს და დანი ალვეშს. ამ ბიჭებს არ უნდა უთხრათ, რომ კარიერის დასრულების დროა. 

კარგი იქნება თუ მესი კარიერას ბარსელონაში დაასრულებს. ეს მისთვის დიდი საჩუქარი იქნება, კლუბმა ამაზე უნდა იფიქროს. 

ჩავის ისეთივე სტილი აქვს, როგორიც გვარდიოლას. მას შეუძლია საფეხბურთო რევოლუცია მოახდინოს, ეს გააკეთა გვარდიოლამ და ეს გააკეთა კრუიფმა. 

მე კიდევ 1-2 წელი ვაპირებ ბარსელონაში ყოფნას. ჩემი მიზანია ის ბარსელონა დავაბრუნო, რომელიც ხალხს უყვარდა, გუნდი, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა.”-განაცხადა 38 წლის ფეხბურთელმა კატალონიის რადიოსთან საუბრისას.

ალვეში ბარსელონაში 2008-16 წლებში თამაშობდა, გუნდთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო და ყველა დროის ერთერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად იქცა. ალვეში ბლაუგრანაში დაახლოებით 1 თვის წინ დაბრუნდა, 3 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბარსელონა ლა ლიგაში 32 ქულით მე-6 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 1 ქულით ჩამორჩება. ბლაუგრანა ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ნაპოლის შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published.