დანი ალვეში: სისულელეა იმაზე საუბარი, რომ ფეხბურთელები ძალით უხეშობენ (ვიდეო)

ლა ლიგის 23-ე ტურში ბარსელონამ ატლეტიკოს უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. შეხვედრის 69-ე წუთზე დანი ალვეშმა იანიკ კარასკოსთან უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო და 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ამ თემაზე ბრაზილიელმა მცირე კომენტარი გააკეთა.

“უკვე დამავიწყდა როგორ მსაჯობენ ესპანეთში. სასაცილოა იმის ფიქრი, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი მეტოქეს ძალით ეუხეშება. ჩვენ სახიფათო სპორტში ვართ და ტრავმა ჩვეულებრივი მომენტია. ნებისმიერ შემთხვევაში კარასკოს დიდ ბოდიშს ვუხდი.”-განაცხადა დანი ალვეშმა ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მცველი ბარსელონაში 2 თვის წინ დაბრუნდა. ბლაუგრანაში მის ანგარიშზე 5 მატჩი, 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. ეს ერთი გოლი ალვეშმა სწორედ ატლეტიკოსთან გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published.