„დარწმუნებული ვიყავი რომ ოქროს ბურთს მოიგებდა“

ჰატემ ბენ-არფას ყოფილმა აგენტმა ფრანგი ფეხბურთელის ტალანტზე ისაუბრა და თქვა, რომ მისგან ოქროს ბურთის მოგებას ელოდა

 

–          რამ გამოიწვია ამ ფეხბურთელის დაკარგვა, რომელიც 20 წლის წინ მარგალიტად ითვლებოდა?

–          აქ ფსიქოლოგიური ამბავია. ეს ყველაფერი მისი ბავშვობიდან დაიწყო. ის მეფე, მეფე და მეფე იყო. ყოველთვის მის უფლებებზე საუბროდა და არა მოვალეობებზე. როდესაც მის მშობლებში ჩემ მიმართ ნდობა დავინახე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ოქროს ბურთს მოიგებდა. მას ასეთი ხარისხის ტალანტი ჰქონდა. ეს განუხორციელებელი დარჩა. შესაძლოა ის ოცდამეერთე საუკუნეში ყველაზე დიდი ნიჭის პატრონია, რომელიც გაიფლანგა.

–          მასზე ბავშვობიდან საუბრობდნენ, რომ აუცილებლად ვარსკვლავი იქნებოდა. ამან როლი ითამაშა?

–          ასე არ ვფიქრობ. ბევრ მოთამაშეს ადრევე უთხრეს რა მომავალი ექნებოდათ. ესენი ვინ არიან? კრიშტიანუ რონალდუ, ბავშვობიდან თავჩახრილი მუშაობს და ახალი გამოწვევებისთვის ემზადება. კარიმ ბენზემამაც ეს გზა გაიარა. ამ ხალხმა თავს უთხრა, რომ თუ წარმატება სურთ, მხოლოდ ეს სიტყვა უნდა დაიმახსოვრონ: შრომა, შრომა და შრომა. მხოლოდ ტალანტი ამისთვის საკმარისი არ არის.

მახსოვს, დეშამმა მარსელში ის სკამზე დასვა. მაიკლ უაზინმა (რედ: ბენ არფას წარმომდგენელი და მრჩეველი) მითხრა: „მან სკამზე იმიტომ დასვა, რომ დაცვაში თამაში მოსთხოვა. არ შეიძლება ოქროს ბურთის მომავალ მფლობელს დაცვაში თამაში მოსთხოვო“. ეს ბენ არფას თანდასწრებით თქვა. ეს, რა თქმა უნდა, ბავშვისთვის კარგი არ არის. ჰატემი ახლა 35 წლისაა, მაგრამ 17 წლის მერე არ გაზრდილა. ისევ ბავშვია,“ – ტქვა ფედერიკ გერამ.

 

Leave a comment

Your email address will not be published.