დასანანია, თამაში კაცნაკლულებმა 15 წუთში წავაგეთ (Video)

საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტების პირველი მატჩი გამართა. “ბორჯღალოსნების” მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მზადებაში მყოფი საფრანგეთის ნაკრები იყო. “ლე ბლომ”, რომელიც ოვალური ბურთით თამაშის სამყაროში ლიდერებში არიან ჩვენი გუნდი 41:15 დაამარცხა.

მატჩის საწყისი 20 წუთი ცუდს არაფერს გვიქადდა. მართალია, ფრანგებმა ანგარიში საჯარიმოდან გახსნენს, მაგრამ მალე “ბორჯღალოსნების” ფულბეკმა დავით ნინიაშვილმა საჯარიმოთივე გაათანაბრა და 21-ე წუთამდე მასპიძლებს თითქმის ტოლსწორად ვეთამაშებოდით.

მატჩის ბედი, ფაქტობრივად, შემდგომმა 15 წუთმა გადაწყვიტა. ქართველი მორაგბეები ხშირად ჯარიმდებოდნენ რის გამოც მატჩის არბიტრმა თედო აბჟანდაძე და ბექა საღინაძე ერთმანეთის მიყოლებით სინბინში გაუშვა. სწორედ დროის ამ მონაკვეთში, როცა კაცნაკლულები ვიყავით, მოახერხეს ფრანგებმა სამი ლელოს გატანა და ტაიმი 24:3 მოიგეს.

შესვენების შემდეგ “ბორჯღალოსნები” აქტიურად ათამაშდნენ და დასაწყისშივე ლელო გაიტანეს. ხუთმეტრიანი დერეფნიდან ცრუ მოლი გაათამაშეს და მორკინალებმა აიღე მიეძალეს მეთოდით შეუტიეს. ერთ-ერთ მომენტში წარმოქმნილი რაკიდან ბურთი ცხრა ნომერმა ვასილ ლობჟანიძემ გამოიტანა და ცრუ მოძრაობით მეტოქის დაცვა უსაქმოდ დატოვა. მისი გატანილი ლელო მგეზავმა თედო აბჟანდაძემ გარდასახა – 24:10.

თითქოს თამაში გამოსწორდა. გუნდი ათამაშდა. თუმცა, მალევე ისევ დავჯარიმდით. ფრანგებმა ბურთი აუტში გადაიტანეს. ხუთმეტრიანი დერეფნიდან შემოგვიტიეს და ბურთი ჩათვლის მოედანში დაამიწეს – 31:10.

“ბორჯღალოსნები” ფარხმალს არ ყრიდნენ. მეტოის ლელოდან ხუთ მეტრში საჯარიმოს დარტყმის უფლება მივიღეთ. ჩვენმა მორაგბეებმა შერკინება მოითხოვეს. იქიდან გამოტანილი ბურთი ლობჟანიძემ გრძელ ფრთაზე ბოლომდე ჩაათამაშა, სადაც გარემარბი აკაკი ტაბუცაძე მეტოქის მცველებს დაუსხლტა და ალამთან ახლოს ლელო გაიტანა. აბჟანდაძეს გარდასახვა გაუცუდდა – 31:15.

მატჩის დასასრულემადე დარჩენილ დროში “ლე ბლომ” კიდევ ორი ლელო მიითვალა და საბოლოოდ 41:15 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრები მორგ მატჩს მადრიდთან ახლოს 20 ნოემბერს ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

საფრანგეთი-საქართველო 41:15

საფრანგეთი: 15. მელვინ ჟამინე, 14. დამიენ პენო, 13. გაელ ფიკუ, 12. რომენ ნტამაკი, 11. მატის ლაბელი, 10. მატიო ჟალიბერი, 9. ანტუან დუპონი.  1. სირილ ბაი, 2. ჟულიან მარშანი, 3. უინი ატონიო, 4. კამერონ ვოკი, 5. რომენ ტაოფიფენუა, 6. ანტონი ჟელონში, 7. სეკუ მაკალუ, 8. გრეგორი ალდრიტი

16.პეატო მაუვაკა, 17. ჟან-ბატისტ გროსი, 18. დემბა ბამბა, 19. ტიბო ფლამანი, 20. პოლ ვილემსე, 21. ფრანსუა კროსი, 22. მაქსიმ ლუკუ, 23. ჯონათან დანტი

6ლ: საჯარიმო, პენო (2), ჟალიბერი, მაუვაკა (2). 4გ,ს: ჟამინე.

საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი , 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე     1. ბექა გიგაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი , 3. გიორგი მელიქიძე, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე

16 გიორგი ჭყოიძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20.თორნიკე ჯალაღონია, 21. მიხეილ ალანია, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემურ თაფლაძე

2ლ: ლობჟანიძე, ტაბუცაძე. გ: აბჟანდაძე. ს: ნინიაშვილი.

სინბინი: აბჟანდაძე, საღინაძე

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *