დასანანი მარცხი და საღამოს საუკეთესო ორთაბრძოლა [VIDEO[

ქვემსუბუქი წონის დაპირისპირება, გიგა ჭიკაძესა და კელვინ კატარს შორის, ამერიკელი მებრძოლის გამარჯვებით დასრულდა. 5 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, კატარმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. გიგასთვის ეს პირველი მარცხია UFC-ში, აქამდე მას 9 ბრძოლიანი მოგებათა სერია ჰქონდა.

ბრძოლის პირველ რაუნდში, გარდამტეხი მომენტი იყო გიგას ფეხის დასრიალება, რამაც ბრძოლის პარტერში გადაყვანა გამოიწვია და რაუნდი კატარის აქტივში ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ მეორე რაუნდიდან გიგამ შეწყვიტა ფეხის გამოყენება, მიზეზი სავარაუდოდ დაზიანებაა, რომელიც გიგამ წაქცევის დროს მიიღო – ტრავმასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებილა. შემდეგი რაუნდები კატარის უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა გიგა დარტყმებს უპასუხოდ არ ტოვებდა. მიუხედავად ბევრი ფეთქებადი შეტევისა, გიგას შეეტყო პირველ რაუნდში დახარჯული ენერგისაა და ფეხის დასრიალებით წაქცევის კვალი. თავდადებული ბრძოლის ხარჯზე ჭიკაძემ დაპირისპირების ბოლომდე მიყვანა მოახერხა. უკომპრომისო ჯახი საღამოს საუკეთესო ორთაბრძოლად დასახელდა და ორივე მებრძოლმა სოლიდური ფულადი ბონუსი მიიღო.

Leave a comment

Your email address will not be published.