UFC 264-ზე კონორ მაკგრეგორმა დასტინ პორიესთან ტრილოგია ფეხის მძიმე მოტეხილობით დაასრულა. კონორს მარცხენა ფეხი კოჭში გადატყდა. ბევრი დისკუსია და განხილვა იყო, თუ რა მომენტში მოიტეხა ფეხი კონორმა – რთული დასაჯერებელი იყო, რომ კონორის ფიზიკისა და მომზადების მქონე სპორტსმენს უბრალოდ ფეხის დადგმით მიეღო მსგავსი სიმძიმის ტრავმა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კონორმა ფეხი დასტინის იდაყვზე მოიტეხა, დადგმის დროს კი სრულად გადატყდა. ბრძოლიდან რამდენიმე დღეში კონორი ინსტაგრამ ლაივში ჩაერთო, სადაც მის მდგომარეობაზე ისაუბრა – მან ახსენა, რომ მარცხენა ფეხზე, იგივე არეში, ტრავმა მოსამზადებელი კემპის დროსაც აწუხებდა, შემდეგ კი ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ კონორს ფეხი მართლაც დაზიანებული ჰქონდა.
Wouldn’t change my journey for no ones! The greatest of all time! pic.twitter.com/iZhQ3j7B1A
— Conor McGregor (@TheNotoriousMMA) July 16, 2021