“დასტინს შემოწირულობა ჯერ კიდევ არ გაუკეთებია” – ჩარლზ ოლივეირა

UFC 269-ზე, მსუბუქი წონის საჩემპიონო დაპირისპირებაში, ჩარლზ ოლივეირამ დასტინ პორიე მახჩობელა ილეთით დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა. ბრძოლის შემდეგ, დასტინსა და მოქმედ ჩემპიონს შორის დიალოგი შედგა სადაც მათ ერთმანეთის მიმართ ურთიერთპატივისცემა გამოხატეს. მეტიც, პორიე ოლივეირას შეპირდა, რომ მის მშობლიურ ქალაქში, შეჭირვებული ხალხის დახმარებით მიზნით 20.000$-ს შესწირავდა.

თუმცა დღეს, Sherdog.com-თან მიცემულ ინტერვიუში ოლივეირამ აღნიშნა, რომ დასტინისგან შემოწირულობა ჯერ კიდევ არ მიუღია – “უბრალოდ მინდა ხალხს ვუთხრა, რომ თანხა ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ თუ დასტინს მართლაც სურს შემოწირულობის გაკეთება და სჭირდება ბიუროკრატიული დოკუმენტები, მე ჩემი ქალაქის ფარგლებში, ადგილობრივ სოციალურ პროექტს მოვუძებნი დასაფინანსებლად.”

მომხდარში საინტერესო ისაა, რომ კონორისა და დასტინის მეორე დაპირისპირების შემდეგ, კონორი ანალოგიურად დაჰპირდა დასტინს მის ფონდში შემოწირულობის გაკეთებას, თუმცა გარკვეული დროის მანძილზე როცა ეს არ გააკეთა, პორიემ კონორი ამხილა და ამ ფაქტზე საჯაროდ ისაუბრა.

Leave a comment

Your email address will not be published.