დასცინა თუ გაიმეორა ?

ოთხშაბათს, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში, რომელიც საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის მეფე ფაჰდის სტადიონზე გაიმართა, მადრიდის რეალმა 3:2 მოუგო ბარსელონას. თამაში რთული გამოდგა, დამატებით დროში გადავიდა. გამარჯვების ბურთი კი 98-ე წუთზე ურუგვაელმა ფედერიკო ვალვერდემ გაიტანა.

და რა გააკეთა გოლის აღნიშნვის დროს? მოედნის კიდესთან მივიდა, მაისურა გაიხადა და იმ მხარეს, სადაც მისი ნომერი და გვარი ეწერა, მაყურებლებს უჩვენა.

ეს იგივე იყო, რაც ლიონელ მესიმ გააკეთა 2017 წელს, როცა ასევე კლასიკოში გამარჯვების შემდეგ თავისი გვარიანი მაისურა ქომაგებს უჩვენა.

ახლა კრიტიკოსები მსჯელობენ, ვალვერდემ უბრალოდ გაიმეორა არგენტინელის ჟესტი თუ დასცინა მას.

Leave a comment

Your email address will not be published.