“დაუმარცხებლების არ მეშინია, დამარცხებულები უფრო საშიშები არიან” – ჩარლზ ჟორდენი

დღეს გაიმართა UFC 270-ის წინა საბრძოლო მედია დღე, სადაც მებრძოლებმა ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. მათ შორის იყო ილია თოფურიას ახალი მეტოქე, ჩარლზ ჟორდენი, რომელმაც მოვსარ ევლოევი ჩაანაცვლა და ბრძოლას 2 კვირით ადრე დასთანხმდა.

ჩარლზმა მომავალ ბრძოლაზე და ილიაზე ისაუბრა: “მე ვიცი, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალწვეულია, რომელსაც მარცხი არ აქვს. მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე უფრო მეშინია მებრძლების, რომელბსაც მაგალითად 30 ბრძოლა აქვთ ჩატარებული და 8-ჯერ წაუგიათ. რადგან ისინი ჯერ კიდევ იბრძვიან, მიუხედავად იმისა რომ მარცხი იგემეს. UFC-ში მეც დაუმარცხებელი მოვედი, თუმცა აქ უფრო დიდი გამოცდილება მივიღე”

“მე გაოცებული ვიყავი, რომ ამ ბრძოლაში მონაწილეობა სხვამ არავინ ისურვა, თოფურიას ბრძოლა ძალიან კარგი საყურებელია. მე ვიფიქრე, მოდი უბრალოდ ვცდი, ჩემს სახელს გავაჟღერებმეთქი და მათაც ამირჩიეს.”

Leave a comment

Your email address will not be published.