24 წლის დაუმარცხებელ ქართველ ამომავალ ვარსკლავს, ილია თოფურიას მომდევნო ბრძოლა ჩაენიშნა. მატადორი 23 იანვარს, UFC 270-ზე ასევე დაუმარცხებელ, მოვსარ ევლოევს დაუპირისპირდება. 27 წლის რუსს მებრძოლს UFC-ში 5 ბრძოლა აქვს გამართული და გამარჯვება 5-ვეში მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით მოიპოვა. ევლოევი ქვემსუბუქი წონის დივიზიონში მე-13 პოზიციას იკავებს.
დაუმარცხებლების ჯახი – თოფურიას შემდეგი მეტოქე ცნობილია
