დაუსრულებელი საქმეების გაგრძელება – 2 სატიტულო ორთაბრძოლა ჩაინიშნა

2022 წლის კალენდარის შევსება დიდი რევანშებით გრძელდება. UFC 272-ზე ორი აწ უკვე ნანახი ბრძოლის რემატჩსა და ტრილოგიას ვიხილავთ. უმსუბუქესი წონის სატიტულო ორთაბრძოლაში პიოტრ იანი შეეცდება დისკვალიფიკაციის გამო დაკარგული ქამარი ალჯამეინ სტერლინგისგან დაიბრუნოს. მათი რევანში ჯერ კიდევ 2021 წლის მიწურულს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა სტერლინგს ტრავმისგან რეაბილიტაციის დრო გაუხანგძლივდა. ამასობაში იანმა დროებითი ქამრისთვის იბრძოლა და 5 რაუნდიან დაპირისპირებაში კორი სენდჰეგენი დაამარცხა.

რაც შეეხება მეორე საჩემპიონო ჯახს, ვოლკანოვსკი და ჰოლოვეი ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდებიან. პირველ ორ ბრძოლაში, ავსტრალიელმა მოახერხა მაქსის მსაჯების გადწყვეტილებით დამარცხება. მან ქამარი ბრაიან ორტეგას წინააღმდეგაც დაიცვა. რაც შეეხება ჰოლოვეის, მან ორი სუპერ ბრძოლა ჩაატარა ქვემსუბუქი წონის ქონტენდერებთან – წლის დასაწყისში კატარი რეკორდებით დაამარცხა, ხოლო წლის მიწურულს საოცარ სტრაიკინგის შოუში იაირ როდრიგეზი დაამარცხა. ეს ბრძოლა სავარაუდოდ გიგას შემდეგ მეტოქეს გამოავლენს. 16 იანვარს, კატარის წინააღმდეგ გამარჯვების შემთხვევაში, გიგა 8 მოგებიანი სერიით უდაოდ იმსახურებს ქამარზე ბრძოლას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *