ბარსელონამ 18 წლის ნახევარმცველ პედრის დასვენებისთვის დამატებითი დღეების აღება შესთავაზა, თუმცა ფეხბურთელმა უარი განაცხადა და გუნდს გეგმიურად 12 აგვისტოს დაუბრუნდება. ინფორმაცია Marca-მ გაავრცელა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს გიჟური სეზონი გამოუვიდა. პედრიმ ბარსელონაში ყველა ტურნირზე ერთად, შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე და ბოლოს უკვე ოლიმპიადაზე ჯამში 73 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი ბარსამ შარშან ზაფხულში ლას პალმასიდან დაიმატა. ესპანელს მსოფლიოს ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ და არცთუ უსაფუძვლოდ.