პედრი და პაუ ტორესი – ისინი ესპანეთის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადის ფინალში გავიდნენ. ევროპის ჩემპიონატზეც თამაშობდნენ. ვილიარეალის მცველი პაუ ტორესი თუ როტაციის ფეხბურთელი იყო ევროპაზე, პედრი შეუცვლელი გახლდათ.
აი, საინტერესო სტატისტიკაც. პედრი ტოკიოში ბრაზილიასთან ფინალში თუ ითამაშებს, პორტუგალიელი ბრუნო ფერნანდეშის რეკორდს გაიმეორებს: 73 მატჩი სეზონში. არ დაგვავიწყდეს, პედრი მხოლოდ 18 წლისაა… ბარსელონას ოლიმპიადაზე მისი გაშვება არ სურდა, გადაიწვებაო.
რაც შეეხება პაუ ტორესს ამ სეზონში (2020/2021) 5 513 წუთი ითამაშა, რაც ყველაზე დიდი დროა. სეზონში ამდენი წუთი მოედანზე მსოფლიოში არცერთ ფეხბურთელს არ გაუტარებია.