დაუშვილი კარიერას აპოელში გააგრძელებს

ბუბა დაუშვილი კარიერას აპოელში გააგრძელებს. 32 წლის საყრდენმა კვიროსულ გუნდთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რომ დაუშვილი ბოლოს ანორთოსისში გამოდიოდა, სადაც 2 წელი დაჰყო და კვიპროსის თასი მოიგო.

ბუბა უკვე მესამე ქართველია, რომელიც აპოელს შეუერთდა. 2 კვირის წინ კვიპროსელებმა თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია დაიმატეს. აქედან გამომდინარე ქართველი ფეხბურთელებიდან ანორთოსისში მხოლოდ გიორგი ლორია დარჩა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *