“დაცვა ვერ გადაგარჩენს. კუზიანო, შენთვის ყველაფერი დასრულდა”

 

ფიორენტინას გულშემატკივრებისთვის ვლაჰოვიჩის იუვენტუსში გადასვლა მტკივნეული გადასატანი აღმოჩნდა.

ღამე, არტემიო ფრანკის სტადიონის (ფიორეს საშინაო არენა) გარეთ რამდენიმე ბანერი გააკრეს

“პატივისცემა გოლებიდან არ მოდის. ვლაჰოვიჩი ბინძური კუზიანია (რედ: ფიორეს ფანები იუვეს გულშემატკივრებს ასე უწოდებენ)”

“დაცვა შენს სიცოცხლეს ვერ გადაარჩენს. კუზიანო, შენთვის ყველაფერი დასრულდა”

“სახიფათო კაცი მალე გნახავს”

ვლაჰოვიჩი ნეხვია

ვლაჰოვიჩი ბინძური კუზიანია

დაიწერა, რომ ვლაჰოვიჩმა იუვესთან ყველა პირობა შეათანხმა. აქამდე უკვე ვიცოდით, რომ მან ფიორესთან კონტრაქტი, რომელიც 2023 წლამდე აკავშირებს, არ გაახანგრძლივა.

 

Leave a comment

Your email address will not be published.