დახატეს! – პორტუგალია 1/4 ფინალშია!

შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ, პორტუგალიამ მთავარი ფავორიტების სიაში ადგილი გაიმყარა. ჩემპიონატის დაწყების წინ, Goal.com-მა ის ფავორიტთა ათეულში არ შეიყვანა. ფერნანდუ სანტუშის გუნდმა კრიტიკოსებს პასუხი გასცა.

დავიწყოთ შემადგენლობებით: სანტუშმა, კრიშტიანუ რონალდუ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და მას გონსალუ რამოსი არჩია – რამაც აბსოლუტურად გაამართლა. მატჩი პორტუგალიელთა სასარგებლოდ რომ არ წარმართულიყო, ამას ბევრი კრიტიკა მოჰყვებოდა, თუმცა პრობლემა კი არა, გუნდმა 6:1 მოიგო. როგორ მოახერხა? – შვეიცარიას ბურთის გათამაშების საშუალება არ მისცა, სივრცეები შეუზღუდა, თავად კი შანსები, ცივსისხლიანად, გოლებად გარდასახა. რბევა გონსალუ რამოსმა დაიწყო და რაფაელ ლეაუმ დაასრულა.  მეორე გოლი, 39 წლის პეპეს ანგარიშზეა…

მატჩის გმირი: გონსალუ რამოსი – ბენფიკას 21 წლის ფორვარდმა, ჰეთ-თრიქი შეასრულა და ამ მონაგარს საგოლე გადაცემაც დაუმატა! წინა სამ თამაშში, ძირითად შემადგენლობაში რონალდუ იყო და 1 გოლი გაიტანა, რამოსმა ახლა პირველად დაიწყო და ასეთი შედეგი. მოკლედ, სანტუშს ახალგაზრდა ფეხბურთელმა გაუმართლა.

პორტუგალია: 6:1 შვეიცარია

17′ – 1:0 – რამოსი
33′ – 2:0 – პეპე
51′ – 3:0 – რამოსი
55′ – 4:0 – გერერო
58′ – 4:1 – აკანჯი
67′ – 5:1 – რამოსი
90+2 – 6:1 – ლეაუ

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *