როგორც ფრანგული საიტები წერენ, კილიან მბაპეს დღეები პსჟ-ში დათვლილია. რეალი ისევ ცდილობს 22 წლის ვარსკვლავის ხელში ჩაგდებას, ხოლო პსჟ უარზეა… თავად მბაპეც არ აგრძელებს კონტრაქტს და უცნაური სამკუთხედია.
დიდი დროც არ დარჩა ფანჯრის დახურვამდე და ვნახოთ.
კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი: პარიზელთა ესპანელ ნახევარმცველ ანდერ ერერას გუშინ დაბადების დღე ჰქონდა და იუბილარმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო. იქ თითქმის მთელი პსჟ არის, ყოველ შემთხვევაში, ყველა ცნობილი ფეხბურთელი – მბაპეს გარდა.
ისე, იქნებ, მბაპე იღებდა?