„ბრუკლინმა“ და „დეტროიტმა“ მიაღწიეს შეთანხმებას და მოთამაშეები გაცვალეს.
ინსაიდერ ედრიან ვოჟნაროვსკის ინფორმაციით, განხორციელებული ტრეიდის შედეგად „პისტონზი“ მიიღებს დეანდრე ჯორდანს (33 წლის, 211 სმ), მეორე რაუნდის 4 პიკს და ფულად კომპენსაციას – 5.78 მილიონი დოლარი.
„ბრუკლინში“სათამაშოდ გაემგზავრებიან ფორვარდი სეკუ დუმბუია (20 წლის, 203 სმ) და ცენტრი ჯალილ ოკაფორი (25 წლის, 208 სმ).
„დეტროიტს“ გადაწყვეტილი აქვს რომ გამოისყიდოს დეანდრე ჯორდანის მოქმედი კონტრაქტი (2 წელი – 20 მილიონი).
ძალიან დიდი ალბათობით ვეტრანი კალათბურთელი ახალ სეზონს „ლეიკერსის“ მაისურით დაიწყებს. კალიფორნიული კლუბი აპირებს დეანდრეს 1 წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს, რა დროის განმავლობაშიც ჯორდანი 2.6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
განხორციელებული გაცვლის შედეგად „ბრუკლინმა“ ბიუჯეტში დაახლოებით 47 მილიონის ეკონომია გააკეთა.
„ნეთსმა“ დეანდრეს ნაცვლად ლამარკუს ოლდრიჯი გაიფორმა (1 წელი, 2.6 მილიონი დოლარი), რომელსაც ექიმებმა თამაშის უფლება მისცეს.