ნბა-ს ყოფილი კომისარი – დევიდ სტერნი ქალთა კალათბურთის დიდების დარბაზის წევრი გახდა. სტერნი ნბა-ს 1984 წლიდან 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა და მან გადამწყვეტი როლი ითამაშა WNBA-ს ფორმირებაში.
Eric Stern, the son of David Stern, delivers his late father's induction speech @TNTheatre into @WBHOF. David Stern, whose early support of @wnba was critical as @NBA commissioner, was inducted posthumously. pic.twitter.com/DLGECKZMnq
— Maria M. Cornelius (@mmcornelius) August 21, 2021
სტერნი 2020 წლის 1 იანვარს გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 77 წლის ასაკში. დევიდი ასევე გახლავთ ნეისმიტის დიდების დარბაზის საპატიო წევრი, Fiba-ს დიდების დარბაზის და სპორტული ტელეინდუსტრიის დიდების დარბაზის წევრი.
სტერნთან ერთად ქალთა დიდების დარბაზის წევრები გახდნენ WNBA-ს ყოფილი მოთამაშეები – ტამიკა კეჩინგსი, სუინ კეში და ლორენ ჯექსონი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ცერემონია 2020 წლიდან 2021 წელს იქნა გადმოტანილი.