დევინ ბუკერის 38 ქულა და გამარჯვება ჩიკაგოში

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება ჩიკაგოში შედგა, სადაც „ბულზი“ დაუპირისპირდა „ფინიქსს“ და მძიმე ბრძოლაში 124-127 დამარცხდა.

შეხვედრის სტარტზე „სანზი“ უკეთესად გამოიყურებოდა და სტუმრებმა თავიდანვე ხელთ იგდეს სათამაშო უპირატესობა. მოედანზე ბრწყინავდა დევინ ბუკერი, რომელმაც „ჩიკაგოს“ კალათი აიკლო – ჩაუგდო რა 38 ქულა.

null

„ბულზის“ რიგებში არ მოიძებნა ისეთი კალათბურთელი, რომელიც ცოტათი მაინც შეზღუდავდა დევინს – გუნდის 2 საუკეთესო დამცველი ტრავმირებულია – ლონზო ბოლი და ალექს კარუზო.

პირველი მეოთხედი „სანზმა“ 36-29 მოიგო, ხოლო მეორე პერიოდის სტარტზე მეტოქეს 17-3 გაექცა. ბუკერმა პირველ ტაიმში 22 ქულა ჩაუგდო მასპინძლებს, თამაშიდან 10-დან 8 ტყორცნა გამოიყენა და „ფინიქსიც“ 67-49 გალიდერდა.

ტრავმა მოშუშებული ზაკ ლავინის ზუსტი სროლების ფონზე (ჯამში 33 ქულა დააგროვა) ჩიკაგოელმა „ხარებმა“ შეხვედრაში ინტრიგა დააბრუნეს, მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი დემარ დეროუზანის ზუსტი საშუალო სროლის შედეგად (დააგროვა 38 ქულა) მასპინძლები სახიფათო დისტანციაზე მიუახლოვდნენ სტუმრებს 104-113.

null

პარკეტზე დაბრუნებულმა ჯეი კრაუდერმა სასწრაფოდ ჩააგდო სამქულიანი, რასაც დეანდრე აიტონის ზუსტი საჯარიმო ტყორცნები მოყვა – გუნდებს შორის სხვაობა 15 ქულა გახდა, რომლის აღმოფხვრაც „ჩიკაგომ“ საფინალო სირენამდე ვეღარ სეძლო 124-127.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე დევინ ბუკერი გახდა, რომლის ანგარიშზეც 38 ქულა იყო, ტრადიციული ორმაგი დუბლი ქონდა კრის პოლს – 19 ქულა, 11 პასი.

„ფინიქსმა“ მიმდინარე სეზონში 43-ე გამარჯვება იზეიმა და კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა ლიგაში, ჩიკაგომ 21-ე შეხვედრა წააგო და მესამე ადგილს ინარჩუნებს, თუმცა მისნაირი ბალანსი გააჩნია მეოთხე პოზიციაზე მყოფ „კლივლენდსაც“ (33 მოგება, 21 მარცხი).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *