დევინ ბუკერის 48 ქულა და საუკეთესო მოთამაშის ტიტული დასავლეთ კონფერენციაში

NBA-ს მიმდინარე სეზონში საუკეთესო გუნდი ულაპარაკოდ „ფინიქსია“. „სანზმა“ 43 გამართული მატჩიდან 34 მოიგი (9 მარცხი) და დამაჯერებლად ლიდერობს ლიგას.

დღეს გამთენიისას მონტი უილიამსის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად დაუპირისპირდა „სან ანტონიოს“ და მეტოქე 121:107 დაამარცხა.

დიდ ინტერესს იწვევედა მწვრთნელთა დუელი – მონტი უილიამსი vs გრეგ პოპოვიჩი. წლების განმავლობაში მონტი გრეგის ასისტენტად მუშაობდა და დადგა ის დროც, როდესაც ყოფილმა მოსწავლემ მასწავლებელს აჯობა.

„სანზი“ – „სპურსის“ დაპირისპირება ერთი მსახიობის თეატრად იქცა, რადგან მოედანზე ბრწყინავდა დევინ ბუკერი. „ფინიქსის’ ვარსკვლავმა პარკეტზე 35 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 48 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.

მასპინძლეთა რიგებში ვერ მოიძებნა ისეთი კალათბურთელი, რომელიც ოდნავ მაინც შეზღუდავდა დევინს და შესაბამისად „ფინიქსმა“ სეზონში მორიგი მატჩიც მოიგო.

NBA-მ მე-13 სათამაშო კვირის საუკეთესო კალათბურთელები დაასახელა დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციებში.

დასავლეთში საუკეთესო დევინ ბუკერი გახდა – „ფინიქსმა“ გასულ კვირას 3-დან 3 მატჩი მოიგო და „სანზის“ უკანახაზელის სტატისტკა ასე გამოიყურებოდა – 27 ქულა, 4,3 მოხსნა, 3,3 შედეგიანი გადაცემა საშუალოდ მატჩში.

აღმოსავლეთში „კლივლენდის“ გამთამაშებელი – დარიუს გარლანდი დასახელდა საუკეთესოდ. უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში „კავალიერზმა“ ზედიზედ 4 მატჩი მოიგო, გარლანდის სტატისტიკა კი ასე გამოიყურებოდა – 20,5 ქულა, 6 მოხსნა, 12,8 შედეგიანი გადაცემა.

null

Leave a comment

Your email address will not be published.