დევინ ბუკერმა NBA-ს რეკორდი დაამყარა

“ფინიქს სანზი” აგრძელებს წარმატებულ ასპარეზონას NBA-ს რეგულარულ სეზონში. მონტი უილიამსის გაწვრთნილმა გუნდმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ჩიკაგო ბულზს” და მეტოქე 132-113 გაანადგურა.

null

მატჩის საუკეთესო მოთამაშე “სანზის” უკანა ხაზელი დევინ ბუკერი გახდა, რომლის ანგარიშზეც 51 ქულა გახლდათ. “ბუკმა” NBA-ს რეკორდი დაამყარა – 50+ ქულა ჩააგდო ისე რომ, თამაშიდან სროლის რეალიზაციის პროცენტი 80 ქონდა, ხოლო პერიმეტრიდან 85,7.

დევინმა პარკეტზე 31 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 25 ბურთი ესროლა მეტოქის კალათისკენ, საიდანაც 20 ჩააგდო. მაღალი იყო რეალიზაციის პროცენტი პერიმეტრიდან: 7 სამქულიანიდან 6 ზუსტად მოათავსა კალათში, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 6-დან 5. ბუკერის ანგარიშზე ასევე გახლდათ 4 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა.

“ფინიქსის” ვარსკვლავმა პირველ მეოთხედში 25 ქულა დააგროვა, მესამე პერიოდში 26, უკანასკნელ მეოთხე მეოთხედში კი იგი პარკეტზე აღარ გამოსულა – დარბაზში მოსული “სანზის” გულშემატკივრები მთელი შეხვედრის განმავლობაში სკანდირებდნენ – “MVP! MVP!”.

არიზონულმა კლუბმა ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში გალიდერდა ბალანსით 15/6.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *