დევისის თასზე პლეიოფი იწყება

ევროპის სამ ქალაქში გრძელდება დევისის თასის ფინალური ეტაპი. ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ სათამაშო დღეს რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება შედგა და ყველა მეოთხეფინალისტი გამოვლინდა.
A ჯგუფში ცენტრალური „საჩოგბურთო ჯახი“ იყო ესპანეთსა და რუსეთს შორის, ბრძოლა პირველი ადგილისთვის.

ფელიციანო ლოპესმა „ახალგაზრდობა გაიხსენა“ და მოულოდნელად 2:6 6:3 6:4 სძლია ანდრეი რუბლიოვს.

მეორე შეხვედრაში დანილ მედვედევმა 6:2 7:6 სძლია პაბლო კარენო ბუსტას და ანგარიშიც გაათანაბრა 1:1.

ესპანეთი – რუსეთის დაპირისპირების ბედი წყვილთა თანრიგის მატჩმა გადაწყვიტა, სადაც კარაცევი/რუბლიოვის დუეტმა 4:6 6:2 6:4 მოუგო გრანოლერსი/ლოპესის ტანდემს და საკუთარ ქვეყანას პირველი ადგილი მოუპოვა. ესპანელებმა მეორე ადგილით მაინც მოახერხეს პლეიოფში“ გაძრომა“.

null

დევისის თასის მეოთხედფინალური წყვილები

რუსეთი – შვედეთი

დიდი ბრიტანეთი – გერმანია

იტალია – ხორვატია

სერბეთი – ყაზახეთი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *