დემბელეს ამბავი – ბარსელონას ერთი უნდა ჩავის მეორე

დემბელეს საგა გრძელდება. ბარსელონას მისი გუნდიდან გაშვება იანვარშივე სურდა, თუმცა არ გამოუვიდა. ბოლო ცნობებით, ესპანელები მისთვის კონტრაქტის გაწყვეტას ზაფხულამდე აპირებენ. სწორედ ზაფხულში ეწურება ფრანგს ბარსასთან ხელშეკრულება.

სამაგიეროდ საპირისპირო აზრზეა ჩავი. ესპანელი თვლის, რომ დემბელეს კვლავ შეუძლია ბარსელონას დახმარება. არახალია, რომ ჩავის დემბელე ძალიან მოსწონს და სურს, რომ გუნდში დიდხანს დარჩეს.

წლის დასაწყისში ბარსელონამ 24 წლის შემტევს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა ფეხბურთელმა შემოთავაზებულზე უკეთესი ხელფასი ისურვა და მხარეები პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.

დემბელე ბარსელონაში 2017 წლის ზაფხულში დორტმუნდიდან გადავიდა. ტრავმების და დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მან პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოავლინა. უსმანმა მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a comment

Your email address will not be published.