დემბელეს ბარსაში თამაში აღარ სურს, თუ…

ბარსელონასა და დემბელეს კონტრაქტი კვლავ განხილვის ეტაპზეა.

კლუბის პრეზიდენტისა და ბარსელონას სხვა ხელმძღვანელების გასაკვირად, ფეხბურთელს აჩქარება არ ეტყობა.

სავარაუდოდ, ეს იმიტომაც, რომ მსუყე კონტრაქტის შეთავაზება ჯერ არ მიუღია.

ბარსელონამ ფრანგს კონტრაქტის გახანგრძლივება კი შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელის ხელფასი შემცირდება.

დემბელეს მხრიდან პირობებზე დათანხმება ან წასვლა, იმასაც ნიშნავს, რომ კლუბი ფერნან ტორესს გაიფორმებს, რომელიც უკვე კატალონიაშია და ოფიციალურად წარსადგენად მწვანე შუქს ელოდება.

ბარსელონას მისი დარჩენა აწყობს, რადგან თუ დემბელეს გაყიდვა მოუწევთ, ის იმ 162 მილიონზე ბევრად იაფი დაჯდება, რაც ბლაუგრანამ მის სანაცვლოდ გადაიხადა.

თუ დემბელემ წასვლა გადაწყვიტა, ეს სულაც ზაფხულში რომ მოხდეს (კონტრაქტი ეწურება), ის ბარსელონასთვის აღარ ითამაშებს. თავად ასე თქვა…

Leave a comment

Your email address will not be published.