დემიან ლილარდის 13 ზუსტი სამქულიანი

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “პორტლენდმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ჰიუსტონს” და მეტოქე 131:114 დაამარცხა. შეხვედრის გმირი “ბლეიზერსის” გამთამაშებელი დემიან ლილარდი გახდა, რომელმაც 71 ქულა ჩაუგდო “როკეტსს” და შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა.

ლილარდმა თამაშიდან 38 ბურთი ესროლა და 22 ზუსტად მოათავსა კალათში. ვარსკვლავურმა გამთამაშებელმა 22-დან 13 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 14-დან 14.NBA-ს სტატისტიკურმა ცენტრმა დემიანის ნასროლი ბურთების დისტანცია რომ დააჯამა, სარეკორდო მაჩვენებელზე გავიდა – 128 მეტრი (ლიგის ახალი რეკორდი).

null

NBA-ს ისტორიაში ლიარდი გახდა მეოთხე კალათბურთელი, რომელმაც 13+ სამქულიანის რეალიზება შეძლო. მანამდე ეს კლეი ტომფსონმა, სტეფ კარიმ და ზაკ ლავინმა შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ ლიგის საუკეთესო შედეგი – 14 ზუსტი სამქულიანი კლეი ტომფსონს ეკუთვნის.

NBA-ს მიმდინარე სეზონში ლიგის სუპერვარსკვლავებმა ჯამში 148 შეხვედრაში შეძლეს 40+ ქულის ჩაგდება.

მიმდინარე სეზონში, ჯერ დონოვან მიტჩელმა ჩააგდო 71 ქულა(ჩიკაგოსთან), ახლა კი ეს შედეგი უკვე დემიან ლილარდმა გაიმეორა.

ლიგის ისტორიაში, ლილარდის 71 ქულა შედეგიანობის კუთხით რიგით მერვე ადგილზეა.

ლილარდმა კარიერაში მეხუთედ შეძლო 60+ ქულით NBA-ს მატჩის დასრულება. ამ შედეგით ის ლიგის ისტორიაში მესამე პოზიციას იკავებს (ჩამორჩება ჩემბერლენს და ბრაიანტს).

NBA-ს ისტორიაში დემიანი ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელია, რომელმაც 70+ ქულა ჩააგდო – 32 წლის და 226 დღის.

ლილარდს 71 ქულის დასაგროვებლად პარკეტზე 39 წუთის გატარება დასჭირდა,რაც ასევე ლიგის ახალი რეკორდია.

მიმდინარე სეზონში, “ჰიუსტონ როკეტსი” მეტოქე გუნდის ვარსკვლავებისთვის “იოლ ლუკმად” იქცა. ტექსასური კლუბის წინააღმდეგ არაერთმა კალათბურთელმა დააგროვა “ჯეკ პოტი”.

დემიან ლილარდი – 71

ლუკა დონჩიჩი – 50

ლაური მარკანენი – 49

ჯა მორენტი – 49

ლებრონ ჯეიმსი – 48

იანის ანტეტენკუმპო – 44

ენტონი ედვარდსი – 44

ტრე იანგი – 44

შეი გილჯეს ალექსანდერი – 42

კლეი ტომფსონი – 42

კლეი ტომფსონი – 41…

დევინ ბუკერი – 41

ტაილერ ჰირო – 41

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *