დემიენ ლილარდის 60 ქულა და NBA-ს რეკორდი

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “პორტლენდმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “იუტას” და მეტოქე 134-124 დაამარცხა. საუკეთესო მოთამაშე “ბლეიზერსის” გამთამაშებელი – დემიენ ლილარდი გახდა, რომლის ანგარიშზეც 60 ქულა გახლდათ.

ლილარდმა თამაშიდან 72,4% -იანი სიზუსტით უტევდა მეტოქის კალათს და ჯამში 9 სამქულიანის რეალიზება შეძლო.

true shooting percentage – ის მაჩვენებლებით ლილარდის ეფექტურობამ 89.8% შეადგინა, რაც NBA-ს რეკორდია, როდესაც კალათბურთელი 60+ ქულას აგდებს.

true shooting percentage – ანალიტიკური მაჩვენებელია, რომელიც სროლის ეფექტურობას განსაზღვრავს (სამქულიანი, ორქულიანი, ერთქულიანი).

null

ლილარდმა კარიერაში მეოთხედ შეძლო NBA-ს მატჩში 60 ან მეტი ქულის ჩაგდება და ამ შედეგით ლიგის ისტორიაში მესამე ადგილს იყოფს მაიკლ ჯორდანთან და ჯეიმს ჰარდენთან ერთად (ჯორდანსაც და მაიკლსაც 4-4 60+ ქულიანი მატჩი აქვთ კარიერაში).

60+ ქულიანი შეხვედრების რაოდენობით მეორე ადგილზე კობი ბრაიანტია (6), ხოლო პირველ ადგილს ლეგენდარული უილტ ჩემბერლენი იკავებს – 32.

დემიენმა კარიერის განმავლობაში მე-14 მატჩი ჩაატარა, როდესაც 50+ ჩაგდებული ქულით დატოვა მოედანი. ამ მაჩვენებლით იგი ლიგის ისტორიაში მეხუთე ადგილს იკავებს ლებრონ ჯეიმსთან და რიკ ბერისთან ერთად. მათზე მეტი მხოლოდ ელჯინ ბეილორს (17), ჰარდენს (23), ბრაიანტს (25), ჯორდანს (31) და ჩემბერლენს (118) აქვთ.

ლილარდმა კარიერაშ მესამედ ჩაუგდო “იუტას” 50+ ქულა, რაც ასევე NBA-ს რეკორდია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *