დაძაბულობა, ახალგაზრდა იუთუბერს, ჯეიკ პოლსა და UFC-ს პრეზიდენტს, დენა უაითს შორის ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ჯეიკმა კრივის კარიერა დაიწყო. პოლი ხშირად იწვევდა UFC-ს მებრძოლებს, 2 მათგანი დაამარცხა კიდეც. სხვადასხვა კომიკური ხასიათის ვიდეოში, მებრძოლებთან ერთად თავად დენა უაითსაც აშარჟებდა და აკრიტიკებდა იმასთან დაკავშირებით, რომ მებრძოლებს სათანადოდ არ უხდიდა. სხვადასხვა ინტერვიუბში, კრიტიკას ჯეიკს არც დენა აკლებდა, თუმცა ამჯერად მან ვრცელი ვიდეო მიმართვა გაავრცელა პოლის მისამართით:
“ჯეიკ, შენ ჩემს გამოწვევებს არასდროს პასუხობდი. შენ საჯაროდ აცხადებ, რომ მე კოკაინის მომხამრებელი ვარ და ეს ასე არაა. ასე რომ მე შენ გთავაზობ, ნებისმიერ დროს მოხვიდე და ჩამიტარო ნარკო ტესტი, მომავალი 10 წლის განმავლობაში. აი მე კი ნამდვილად მჯერა, რომ შენ სტეროიდებს იყენებ. ასე რომ ჩემი მხრივ, მინდა მეც შემეძლოს ნებისმიერ დროს შენ სტეროიდებზე შეგამოწმო, მომდევნო 2 წლის მანძილზე. ჯეიკ პოლის მენეჯერი, ადრე ჩემთან მუშაობდა ბუღალტრად. ახლა იგი ჯეიკთანაა, და თუ თქვენ ორი ფიქრობთ, რომ მე საქმეს არასწორად ვაკეთებ და თქკვენ უკეთ გამოგივათ, რა გიშლით ხელს რომ თქვენი საკუთარი ბიზნესი დაიწყოთ?! შენ არ ხარ სუპერვარსკლავი, სწორედ ამიტომ იწვევ სხვა სუპერვარსკლავებს, რომ მათ ხარჯზე გამდიდრდე.”
დენა უაითის ამ მწვავე განცხადებას, ჯეიკ პოლი მალევე გამოეხმაურა:
“მე შენს ყველა გამოწვევას დავთანხმდი, მე მზად ვიყავი ხორხე მასვიდალთან მეჩხუბა MMA-ს წესებით. ნებისმიერ დროს შეგიძლია სტეროიდ ტესტი ჩამიტარო. 2 კვირა გავიდა ჩემი ბოლო ბრძოლიდან და უკვე გავსუქდი. მე არ ვიყენებ სტეროიდებს, მეტიც ამას კომპლიმენტად მივიღებ. შენ სტეროიდების გამოყენებას მაბრალებ, რადგან შენი მებრძოლები დავანოკაუტე. შენ შეგიძლია გამიკეთო სტეროიდ ტესტი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენს სხვა მებრძოლებსაც შევამოწმებთ იგივენაირად.”