“დენვერმა” “ლეიკერსი” შეარცხვინა

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “დენვერმა” საკუთარ არენაზე უმასპინძლა “ლეიკერსს” და მეტოქე 133-96 გაანადგურა.

ნიკოლა იოკიჩის უნივერსალური შესაძლებლობების ფონზე “ნაგეთსი” პირველი მეოთხედის შემდეგ 5 ქულიანი სხვაობით ლიდერობდა 34-29. სერბი ცენტრი კი მოედნის ორივე ნახევარზე ბრწყინავდა – როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.

null

მეორე პერიოდში მასპინძლებმა თამაშში ჩართეს 2021 წლის დრაფტზე 26-ე ნომრად არჩეული ბოუნს ჰაილენდი, რომელმაც პარკეტზე ნამდვილი “ცეცხლი დაანთო” და “დენვერის ჰანდიკაპმა +18-ს უწია.

მესამე მეოთხედის შემდეგ “ნაგეთსის” ლიდერობა კიდევ უფრო გაიზარდა 102-79, ბოლო პერიოდში კი საერთოდ 40 ქულიან ზღვარს გასცდა +42.

კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა ჯეფ გრინმა, რომელმაც 26 ქულის აღებით საბოლოოდ “დამარხა” კალიფორნიული გუნდი 133-96.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე სერბი ცენტრი – ნიკოლა იოკიჩი გახლდათ, რომელსაც სულ რაღაც 27 წუთი დასჭირდა სამმაგი დუბლი შესასრულებლად 17 ქულა, 12 მოხსნა, 13 პასი (მეშვიდე სეზონში, 65-ე კარიერაში).

კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა ბოუნს ჰაილენდმა – 27 ქულა+10 მოხსნა, “ნაგეთსის” მაისურით ასევე რეკორდული მატჩი ქონდა გრინსაც – 26 ქულა მისი ჯეკპოტია.

null

“ლეიკერსმა” არსებობის ისტორიაში პირველად წააგო “დენვერთან” 37 ქულიანი სხვაობით. კალიფორნიულმა გუნდი 10 დღის წინ 4 მატჩიანი მოგებათა სერიით იწონებდა თავს, ამჟამად კი ზედიზედ მესამე მატჩი წააგო.

“L.A.L”-ის რიგებში საუკეთესო ტრადიციულად ლებრონ ჯეიმსი გახდა – 25 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება.

Leave a comment

Your email address will not be published.