დეჟანტე მიურეი “ატლანტაში” გადადის

ESPN-ის ინსაიდერის ედრიან ვოინაროვსკის ინფორმაციით “სან ანტონიომ” გადაწყვიტა მაინც გაცვალოს გუნდის ლიდერი დეჟანტე მიურეი, რომელსაც ძალიან სურს საპლეიოფო დონის გუნდში თამაში.

“სპურსის” გამთამაშებელი დიდი ალბათობით მომავალი სეზონიდან “ატლანტას” მაისურს მოირგებს, საპირისპირო მიმართულებით კი “ჰოუქსიდან” “სან ანტონიოში” იტალიელი მძიმე ფორვარდი დანილო გალინარი და დრაფტის პირველი რაუნდის 3 არჩევანი “მოდის” (2023 წლის “შარლოტისგან” მიღებული, 2025 და 2027 წლის “ატლანტას” პიკები).

null

დეჟანტეს ხილვა საკუთარ გუნდში ასევე ძალიან სურდათ “მინესოტას”, “ნიუ-იორკის” და “მაიამის” ხელმძღვანელებს, თუმცა თავად მიურეის ძალიან ხიბლავდა ტრე იანგთან ერთად დუეტში თამაში. საბოლოოდ მისმა პირადმა სურვილმა გადამწყვეტი როლი ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის დეჟანტე გასულ სეზონში პირველად გახდა ყველა ვარსკვლავთა მატჩის მონაწილე. მისი სტატისტიკური მაჩვენებლები ასე გამოიყურებოდა: 21.1 ქულა, 8.3 მოხსნა და 9.2 პასი საშუალოდ მატჩში.

null

“ფილადელფიას” ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე უარი თქვა მოთამაშის ოპციის გამოყენებაზე, არ გააქტიურა კონტრაქტში არსებული პირობა, რომლის თანახმადაც “76-ერსის” უკანახაზელს შეეძლო კიდევ ერთი წლით გაეხანგრძლივებინა კლუბთან თანამშრომლობა და ამით 47,3 მილიონი დოლარი გამოემუშავებინა.

ჰარდენი ამ გადაწყვეტილების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა, თუმცა ისევ “ფილადელფიასთან” აპირებს ხელის მოწერას ახალ კონტრაქტზე. ჯეიმსი “მსხვერპლზე” მიდის – მომდევნო სეზონში გუნდი მას 37 მილიონ დოლარს გადაუხდის, დაზოგილი 10 მილიონით კი “ფილა” რომელიმე ახალ მოთამაშეს დაიმატებს, რაც ხელს შეუწყობს გუნდს რათა მომავალ სეზონში საჩემპიონო ამბიციების შემადგენლობა ყავდეს.

null

ESPN-ის ინსაიდერის – შემს ჩარანიას ინფორმაციით, “დენვერი” და “ვაშინგტონი” მოთამაშეთა გაცვლაზე დათანხმდნენ.

“ნაგეთსი” მიიღებს კენტავიუს კალდვე-პოუპს (29 წლის, 196 სმ) და გამთამაშებელ იშ სმიტს (33 წლის, 183 სმ).

“ვიზარდსის” ღირსებას მომავალი სეზონიდან კი დაიცავენ “მონტე მორისი (26 წლის, 188 სმ) და უილ ბარტონი (31 წლის, 198 სმ).

Leave a comment

Your email address will not be published.