ESPN-ის ინსაიდერმა ედრიან ვოჟნაროვსკიმ განაცხადა, რომ თეორიული შანსიც კი არ არსებობს, იმისა რომ „ფილადელფიამ“ და „ბრუკლინმა“ ერთმანეთში გაცვალონ ბენ სიმონსი და კაირი ირვინგი.
„დერილ მორი („ფილადელფიას გენერალური მენეჯერი) ლიგის თითქმის ყველა გუნდს ურეკავს და ინტერესდება ხომ არ აპირებენ ვარსკვლავი მოთამაშეების გაცვლას. იგი ყველანაირად ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად დაატრეიდოს ბენ სიმონსი რომელიმე სხვა გუნდში.
როგორც ჩემმა ინფორმატორმა მითხრა, მორიმ 28 გუნდში უკვე დარეკა, თუმცა 29-ზე თავს იკავეს და ეს ფრენჩაიზი „ბრუკლინ ნეთსია“. მორი არ ურეკავს „ნეთსის“ გენერალურ მენეჯერ შონ მარქს, რადგან სომონსის კაირი ირვინგში გაცლა „ფილადელფიას“ არ აინტერესებს.
„ბრუკლინს“ სატელეფონო ზარები ისედაც არ აკლია. არაერთი გუნდი ცდილობს ირვინგი თავისთან გადაიყვანოს და სხვადასხვანაირი ტიპის ტრეიდებს სთავაზობენ „ნეთსს“, თუმცა კლუბი თავისი ინიციატივით ჯერჯერობით არავისთან რეკავს ამ საკითხთან დაკავშირებით“ – განაცხადა ვოჟნაროვსკიმ.