„დეტროტი“ მზად არის, რათა გაცვალოს ნბა-ს 2021 წლის დრაფტის პირველი პიკი – ინფორმაციას ავრცელებს ESPN-ის ინსაიდერი ჯონათან გივონი.
„პისტონზი“ აქტიურ მოლაპარაკებაში ჩაერთო ნბა-ს ერთბაშად 4 გუნდთან, ისინი პირველ პიკს დრაფტის დაბალ არჩევანში და გარკვეულ კომპენსაციაში ცვლიან(შესაძლოა ფულადი თანხა, ანდაც რომელიმე კალათბურთელი).
„დეტროტის“ გენერალური მენეჯერი – ტროი უივერი თითქმის ყველა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მას მოახლოვებულ დრაფტზე ფავორიტი არ ყავს და ერთბაშად 4-5 კალათბურთელს აკვირდება, რათა მათგან ერთერთი აარჩიოს.
2021 წლის დრაფტის მსურველთა შორის „კლივლენდი“, „ჰიუსტონი“, „ნიუ ორლეანი“ და „ოკლაჰომა“ არიან.
საინტერესო ვითარებაა „კავალიერზში“, რომელიც ცდილობს „დეტროიტს“ დრაფტის მესამე არჩევანი პირველში გადაუცვალოს და კომპენსაციის სახით კევინ ლავი დაუმატოს.
თუ „კლივლენდს“ ეს ვარიანტი არ გამოუვა, მაშინ შეეცდება გამოისყიდოს კევინის კონტრაქტი(ლავს 2023 წლამდე აქვს მოქმედი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მას მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში ჯამში 60 მილიონი დოლარი ეკუთვნის) და შემადგენლობაში ადგილი გაანთავისუფლოს რომელიმე ახალგაზრდა მოთამაშისთვის.
კონტრაქტის გამოსყიდვის შემთხვევაში ლავი თავისუფალი აგენტი ხდება და მას საშუალება ექნება, მინიმალური კონტრაქტი გააფორმოს ჩემპიონობის რომელიმე პრეტენდეტთან. მსურველთა შორის ყველაზე ხშირად „გოლდენ სტეიტი“ ფიგურირებს, რომელსაც პრობლემები აქვს წინა ხაზში და საჭიროებს „ბიგ მენით“ გაძლიერებას.