დეშამზე მოთამაშეები გავლენას ახდენენ – მისი ავტორიტეტი დაეცა

საფრანგეთის ნაკრებს კრიზისი აქვს – უკვე ხუთი თამაშია ვერ იგებს.

 

L’Équipe-ის ინფორმაციით, კარიმ ბენზემას ნაკრებში დაბრუნებამ გუნდის დისბალანსი გამოიწვია, მწვრთნელი კი პირიქით, პოზიტიურ ეფექტს ელოდებოდა.

 

წყარი დამატებით აღნიშნავს, რომ საფრანგეთში დისციპლინის პრობლემაა და მწვრთნელი ფეხბურთელების გავლენის ქვეშ ადვილად ექცევა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე მოთამაშეებს დეშამის ეშინოდათ, გამარჯვების შემდეგ კი მათ შორის ზღვარი გაქრა.

 

უკრაინასთან ვერ მოგების (1:1) შემდეგ, უგო ლორისმა მოთამაშეების მხრიდან თავდადების პრობლემაზე ისაუბრა.

 

7 სექტემბერს საფრანგეთი ფინეთს მიიღებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *