დეშამი: სად ისინი, სად ფინალი…

დიდიე დეშამმა საინტერესო კომენტარი გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე. საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისი რამდენიმე ფეხბურთელი დონით ვერ შეესაბამებოდა ამხელა მნიშვნელობის მატჩს… ყველაზე დიდ საფეხბურთო მოვლენას, მუნდიალის ფინალს.

დეშამი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ არგენტინას ჰქონდა უპირატესობა.

„რთულ სიტუაციაში ვიყავით. ოთხი-ხუთი ფეხბურთელი ფიზიკურად ბოლომდე მზად არ იყო ფინალისთვის. არსებობს ემოციური მხარეც. მათთვის ეს საერთოდ პირველი ფინალი იყო არათუ მუნდიალის, არამედ ზოგადად.

…ძირითადის 11 ფეხბურთელიდან 5 ვერ შეესაბამებოდა ამ დონის მატჩს და ასეთ მეტოქეს“ (RMC Sport)

კუნდე, ჩუამენი – ძირითადში მყოფი ფეხბურთელებიდან შედარებით ნაკლებად გამოცდილები ისინი იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს კლუბებში არიან.  თუმცა შეცვლაზე შევიდნენ დისასი, ტიურამი, კოლო მუანი, ფოფანა, კამავინგა. ალბათ ისინიც იგულისხმა დეშამმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *