საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ დიდიე დეშამს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. განახლებული ხელშეკრულების თანახმად, ფრანგი სპეციალისტი მშობლიური ქვეყნის მთავარ გუნდს 2026 წლამდე უხელმძღვანელებს.
დეშამმა საფრანგეთის ნაკრები 2012 წელს ჩაიბარა. ფრანგი სპეციალისტის ხელში მამლებმა ევროპის ჩემპიონატზე (2016) და მსოფლიო ჩემპიონატზე (2022) ვერცხლის მედლები აიღეს, 2018 წელს კი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ წინა რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებს ზინედინ ზიდანი ჩაიბარებდა, თუმცა როგორც ჩანს სიტუაცია შეიცვალა.