1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ემანუელ პეტიმ საფრანგეთის ნაკრების აჟამინდელ მთავარ მწვრთნელ დიდიე დეშამზე და ყოფილ თანაგუნდელებთან მის ურთიერთობაზე ისაუბრა.
„ვისთან აქვს დეშამს კარგი ურთიერთობა? არ ვიცი. 1998 წლის საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები მასთან დიდი ხანია აღარ ურთიერთობენ და ეს ვითარება ორმხრივია. დავიღალეთ ჩუმად ყოფნით, სიმართლის უთქმელობით. მაშ, ვის ელაპარაკება დეშამი? არავის. ეს ფაქტია ”.
7 იანვარს დიდიე დეშამმა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. სპეციალისტის ხელმძღვანელობით ეროვნული ნაკრები 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო 2022-ის მუნდიალზე ვერცხლის მედლები მოიპოვა.