დე ალენდემ და სნიმანმა მძიმე დამწვრობა მიიღეს

ირლანდიური მანსტერის სამხრეთაფრიკელი მორაგბეები დამიან დე ალენდე და არ ჯეი სნიმანი ინგლისელ თანაგუნდელ მაიკ ჰეილისთან ერთად იკნიკზე იმყოფებოდნენ, რაც მათთვის თითქმის ტრაგიკულად დასრულდა.

ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოქმედების გამო, მორაგბებმა დაზიანება მიიღო. სამხრეთაფრიკელმა მორაგბეებმა მძიმე დამწვრობები მიიღეს დადიდია ალბათობა, რომ მათ ივლისში ბორჯღალოსნებთან მატჩები გამოტოვონ.

დე ალენდესა და სნიმანს ხელების გარდა, ფეხები და სახე აქვთ დამწვარი და ვარჯიშებს ჩამოშორებულები არიან. მათ მკურნალობის სპეციალური კურსის გავლა მოუწევთ და რაგბის თამაშს როდის განაახლებენ ჯერ უცნობია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *