დე ბრუინი და მოუ… კარგად ივარჯიშებ და შანსს მიიღებ? ეს მითია

კევინ დე ბრუინმა ჩელსიში გატარებული პერიოდი გაიხსენა. მაშინ გუნდს ჟოზე მოურინიო წვრთნიდა, ბელგიელს კი შანსი არ ეძლეოდა და პრაქტიკის მიღების მიზნით გერმანულ ვოლფსბურგში გადავიდა.

დე ბრუინმა მოურინიოზე მაინცდამაინც ცუდად არ ილაპარაკა: უბრალოდ, თავისი შეხედულება ჰქონდაო…

„ჩელსის ხელმძღვანელობას ჩემი შენარჩუნება სურდა, მაგრამ გერმანიაში წასვლა გადავწყვიტე. კარგი წინათგრძნობა მქონდა, მე კი ყოველთვის მჯერა წინათგრძნობების. ჩელსიში ცოტას ვთამაშობდი, მაგალითად, ერთი თვე გამიცდა და მესამე ლიგის გუნდთან, სუინდონთან შემიშვეს. ამით ჩემთვის უკვე გასაგები იყო ყველაფერი.

…ჟოზე მოურინიოსთან არასოდეს არ მიწუწუნია. გულით ვვარჯიშობდი და მინდოდა დამემტკიცებინა, მაგრამ იცოდეთ, „თუ კარგად ივარჯიშებ, შანსი გაგეზრდება“ – ეს საფეხბურთო მითია. ეს ტყუილია.

…ვერ ვიტყვი, რომ მოურინიო მეჯავრებოდა. ბავშვი აღარ ვიყავი. ვხედავდი, მას თავისი გეგმები და შეხედულებები ჰქონდა. უბრალოდ, ვერ აგვეწყო ერთმანეთთან“. (The Mirror)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *