დე იონგი ბაიერნში?

კრეატიულ ნიდერლანდელს, ფრენკი დე იონგს, ევროპული გრანდები მოსვენებას არ აძლევენ. გასულ კვირას მის წარმომადგენლებს ჩელსის აგენტები დაუკავშირდნენ. 33  მილიონ გირვანქასაც იხდიდნენ მის ტრანსფერში, მაგრამ ბარსელონამ 50 მილიონი მოითხოვა და საუბარიც შეწყდა.

ახლა ითქვა, 24 წლის ნახევარმცველით ბაიერნი დაინტერესდაო. გერმანელები უკვე დაკავშირებიან დე იონგს. მათ მიაჩნიათ, რომ ნიდერლანდელი კარგად მოერგება ბაიერნის სქემას და მისთვის ხანგრძლივი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ.

რეკორდმაისტერის წარმომადგენელმა ისიც თქვა: ამ დღეებში ბარსელონაში ჩასვლას ვაპირებთ. ვნახოთ რა გამოვა. თუ ზამთარში ვერ მოვახერხეთ ფრენკის გადაბირება, ზაფხულში უფრო მაცდური წინადადებით დავბრუნდებითო.

Frenkie de Jong: The Dutch Jewel - BarçaTimes

Leave a comment

Your email address will not be published.