დე ლაურენტისი ხვიჩაზე და ოსიმენზე: არასოდეს თქვა არასოდეს

ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა.

“მე ძალიან კარგად ვაფორმებ კონტრაქტს, როცა ფეხბურთელი გუნდში მომყავს. კვარაცხელიას და ოსიმენის შეძენა ადვილი არ იქნება, თუმცა შესაძლოა ისეთი წინადადება მივიღოთ, რომ უარი ვერ ვთქვათ. არასოდეს თქვა არასოდეს. დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი.” – ციტირებს სპალეტის სიტყვებს TNT Sports Mexico.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას და ოსიმენს მსურველები არ აკლიათ. ქართველი შემტევისადმი ინტერესს რეალი, სიტი და არსენალი იჩენენ, ნიგერიელით კი დაინტერესებულები მანჩესტერი და პსჟ არიან.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *