დე ლიხტმა შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს

დიდი შანსია მატიას დე ლიხტმა მომავალი სეზონი ახალ გუნდში დაიწყოს. ნიდერლანდელმა მცველმა კორონავირუსის და ტრავმების გამო, იუვენტუსში პოტენციალის ბოლომდე გამოვლენა ვერ შეძლო, ისიც ცნობილია, რომ იუვეს ბოსები ფეხბურთელით ბოლომდე კმაყოფილნი არ არიან. სწორედ ამ მიზეზების გამო, მატიასი გუნდის შეცვლაზე ფიქრობს.

დე ლიხტის შესაძლო წასვლაზე მისმა აგენტმა მინო რაიოლამ ისაუბრა:

“მატიასი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. სეზონის შემდეგ შეიძლება იუვენტუსი დატოვოს. სატრანსფერო ბაზარი ხშირად ისე მუშაობს, რომ შესაძლოა მის ტრანსფერს ხელი შეუწყოს.”-განაცხადა იტალიელმა აგენტმა ფეხბურთელზე, რომელიც 2018 წელს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელდა.

დე ლიხტი იუვენტუსში 2019 წლის ზაფხულში აიაქსიდან გადავიდა. მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა როგორც უკვე გითხარით, იუვენტუსის ხელმძღვანელობის მოლოდინს ბოლომდე ვერ ამართლებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *