დე ლიხტს გრანდები იწვევენ

მატიას დე ლიხტმა შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს. Calciomercato-ს ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელით ბარსელონა და ჩელსი არიან დაინტერესებულები.

ბარსელონა მზად არის ნიდერლანდელის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს, ჩელსიდან კი ფეხბურთელის გადაბირება პირადად ტომას ტუხელს  სურს, რომელიც დაცვის გაძლიერებაზე ფიქრობს.

დე ლიხტს იუვენტუსთან კონტაქტი 2024 წლამდე აქვს. იტალიური გრანდი მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდება და ფეხბურთელის გაყიდვას არ გამორიცხავს.

დე ლიხტი იუვენტუსში 2019 წლის ზაფხულში აიაქსიდან გადავიდა. ცენტრალურმა მცველმა ამ სეზონში 26 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *