11 ივლისისთვის ჩანიშნულ ბრძოლას, შონ ომალია და ლუის სმოლკას შორის, ეს უკანასკნელი ტრამვის გამო გამოეთიშა. ომალი ოპონენტის გარეშე დარჩა, თუმცა ბრძოლა ჯერ ჩაშლილად არ გამოცხადებულა, UFC ახალ მეტოქეს ეძებს. ომალისთან ბრძოლის სურვილი რიკი საიმონმა, რეი ბორგმა და მერაბ დვალიშვილმა გამოთქვეს. ქართველს აქამდეც უბდოდა ომალისთან ბრძოლა, თუმცა შონმა მერაბის გამოწვევებს თავი არაერთხელ აარიდა. მიუხედავად იმისა, რომ მერაბი TOP 10-ის მებრძოლია, ხოლო ომალი TOP 15-ის გარეთაა, რისკი დიდია. თუმცა ომალის ვარსკვლავური სახელი ბევრს ნიშნავს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მერაბს ბრძოლა უკვე ჩანიშნული აქვს WSOF-ის ყოფილ ჩემპიონთან, მარლონ მორაესთან. რეიტინგის თვალსაზრისით მორაესთან ბრძოლა გაცილებით მნიშვნელოვანია, მერაბი ამას ბუნებრივია აცნობიერებს, სწორედ ამიტომ, მან სტატუსში ხაზი გაუსვა, რომ ომალისთანაც იბრძოლებდა და შემდეგ სექტემბერში მორაესთანაც. ამ პირობის შემთხევაში რატომაც არა, ორი ქართველი (თოფურიაც აღნიშნულ დღეს ასპარეზობს) მაკგრეგორი – პორიეს ქარდზე ბევრ კარს გახსნის,