დვალმა და ქვილითაიამ კვიპროსზე გაიტანეს (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში აპოელმა ნიქოზიის ომონიას უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 2 გოლი ქართველების ანგარიშზეა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ლაშა დვალმა გაიტანა, 60-ზე კი გიორგი ქვილითაიამ.

ლაშა დვალი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის ბოლომდე გაისარჯა, ასევე ძირითადში იყო ქვილითაია, რომელიც 79-ე წუთზე შეცვალეს, აპოელის მესამე ქართველი ბუბა დაუშვილი კი სათადარიგოთა სკამზე გახლდათ.

აპოელი კვიპროსის ჩემპიონატში 27 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ პაფოსს 2 ქულით ჩამორჩება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *