კვიპროსის ჩემპიონატში აპოელმა დოხას უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. მასპინძელთაგან ეს ერთი გოლი საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა გაიტანა.
დვალი ძირითად შემადგენლობაში იყო, ყვითელი ბარათი მიიღო და მატჩის ბოლომდე გაისარჯა, ბუბა დაუშვილი სათადარიგოზე გახლდათ, გიორგი ქვილითაია კი განაცხადში არ ყოფილა.
რაც შეეხება აპოელს, გუნდი 53 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ აეკ ლარნაკას 1 ქულით ჩამორჩება.