ტურინის იუვენტუსმა პაულო დიბალასთან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. Football Italia-ს ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი ბიანკონერისთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, წელიწადში 8 მილიონ ევროს მიიღებს და პლუს 2 მილიონს ბონუსებით. დიბალა მატიას დე ლიხტის შემდეგ კლუბში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.
დიბალას და იუვენტუსს შორის მოლაპარაკებები დიდი ხანია დაწყებულია. მხარეები გარკვეულ საკითხებზე ვერ თანხმდებოდნენ და როგორც ჩანს თითქმის ყველაფერი მოგვარდა.
ახლა სიტუაციას მხოლოდ 1 საკითხი აფერხებს, ეს დიბალას აგენტი მინო რაიოლაა, რომელიც ტურინში ჯერ არ ჩასულა. კონტრაქტი მას შემდეგ გაოფიციალურდება, რაც რაიოლა ტურინში ჩავა, იუვენტუსის ხელმძღვანელობასთან დეტალებს გაივლის და მხარეები ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერენ.
დიბალა იუვენტუსში 2015 წლის ზაფხულში პალერმოდან გადავიდა. 28 წლის ფეხბურთელმა იუვენტუსთან ერთად სერია ა 5-ჯერ მოიგო. მიმდინარე სეზონში მე-10 ნომრის ანგარიშზე 14 მატჩი და 7 გოლია.