არგენტინელმა პაულო დიბალამ მუნდიალის ოქროს მედალი რომას საკლუბო მუზეუმს ჩააბარა… დიბალამ მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ 20 წუთი ითამაშა, შეცვლებზე ნახევარფინალსა და ფინალში.
თუმცა ფრანგებთან ფინალში პენალტების სერიაში გაიტანა. პაულომ თქვა, რომ პენალტი შუაში დაარტყა, რადგან ემილიანო მარტინესმა ურჩია ასე.
დიბალა ფორმაში ვერ შეხვდა მუნდიალს. ტრავმა ჰქონდა და ბოლოსღა მოხვდა ლიონელ სკალონის სიაში.