ტურინის იუვენტუსმა ვენეციასთან 1:1 ითამაშა და ქულებთან ერთად დროებით ფეხბურთელიც დაკარგა. საქმე იმაშია, რომ პაულო დიბალამ მუხლის ტრავმა მიიღო და მე-12 წუთზე შეცვალეს. ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენ ხანს დააკლდება იგი გუნდს.
შეგახსენებთ, რომ დიბალამ და იუვენტუსმა ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს და გაოფიციალურებას ხელის მოწერაღა აკლია. სავარაუდოდ ესეც მალე მოხდება და დიბალა იუვეში 2028 წლამდე დარჩება.
არგენტინლმა თავდამსხმელმა ამ სეზონში 17 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. რაც შეეხება იუვენტუსს, გუნდი სერია ა-ში 28 ქულით მე-6 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში კი პირველ ადგილზე გავიდა.