ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა. ამ მატჩში გოლი გაიტანა და პენალტი გააფუჭა ჰარი კეინმა, რომელსაც მატჩის შემდეგ დიდიე დროგბამ პოსტი მიუძღვნა.
“ძალიან მომეწონა შენი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე. სამაგალითო თავდამსხმელი ხარ. გოლები, საგოლე გადაცემები, ლიდერობა. მარცხი საწყენია, მაგრამ შენ ნამდვილი ლიდერი და კაპიტანი ხარ. ეს მარცხი გაგაძლიერებს.” – დაწერა დროგბამ ინსტაგრამზე.
შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინმა ინგლისის ნაკრებში 53-ე გოლი გაიტანა, რითაც უეინ რუნის რეკორდი გაიმეორა.